მოდი დავისვათ ჩვეულებრივი სტანდარტული ქოცი და ვუთხრათ შემდეგი:
"წარმოიდგინე, რომ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მთლიანად აკონტროლებს ერთი პარტია (ქართული ოცნება არა!). უბრალოდ ჩვეულებრივი რამე პარტია, რომლის პოლიტიკოსებიც მთლიანობაში ქმნიან უმრავლესობას. და ზოგნი არიან რომელიღაც სამინისტროებში და როგორც დეპუტატები პარლამენტში.
ამ პარტიას დავუძახოთ X.
პარტია X ძალიან ჩვეულებრივი პარტიაა. თავიანთ საქმეს აკეთებენ როგორც მთავრობაში ისე პარლამენტში. იღებენ კანონებს, არეგულირებენ სხვადასხვა სფეროებს. ეკონომიკის სამინისტრო ატარებს მონეტარულ პოლიტიკას. პოლიცია თავის საქმეს აკეთებს (ანუ ებრძვის კრიმინალს) და ა.შ.
შესაბამისად შენც მათი ამომრჩეველი ხარ…
კითხვა ქოცს: პარტია X-მა რა წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს, რომ შენ მათ ხმა აღარ მისცე?"
სავარაუდო პასუხი: ჩამოგითვლის ათას სიბინძურეს რასაც ნაცები აკეთებდნენ სისხლიანი 9 წლის დროს, შემდეგ შენ ეტყვი, რომ აგე ქოცები მაგას აკეთებენ. ქოცები რომ იყოს პარტია X, შენ მაშინ ხმა არ უნდა უნდა მისცე მათ და აქამდეც არ უნდა მიგეცა ხმა.
ამის საპასუხოდ, ის პროპაგანდურ ფრაზებს გეტყვით: “აბა ომი გინდა?” ან “მთავარია მშვიდობა იყოს/არის” და ა.შ.
რავი, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და გამაგებინეთ რა იქნება.
პატივისცემით @[email protected]